6-8 წელი
9-12 წელი
13-17 წელი

გსურთ, იცოდეთ თქვენი კონფიდენციალურობის შესახებ Google-ში?

თქვენ სწორ ადგილზე ხართ! წაიკითხეთ პასუხები შეკითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ ბავშვები, მაგალითად, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ მშობელი თქვენს Google პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას იყენებს Google და ა.შ.

მშობლებო, ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ Family Link-ით მართულ Google ანგარიშებს 13 წლამდე (ან თქვენს ქვეყანაში დასაშვები ასაკის) ბავშვებისთვის. დამატებითი დეტალებისთვის შეამოწმეთ ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინება და კონფიდენციალურობის დებულება.

ვის აკისრია პასუხისმგებლობა ჩემს ანგარიშზე?

თქვენს Google ანგარიშზე პასუხისმგებელია თქვენი მშობელი. მას შეუძლია გამოიყენოს აპი, სახელწოდებით Family Link, თქვენს დასახმარებლად მის მართვაში. როდესაც შესაბამის ასაკს მიაღწევთ, თქვენი ანგარიშის მართვას დამოუკიდებლად შეძლებთ.

თქვენს მშობელს შეუძლია:

  • თქვენს ანგარიშში შესვლა, თქვენი ანგარიშის პაროლის შეცვლა ან თქვენი ანგარიშის წაშლა.
  • თქვენი ტელეფონის ან ტაბლეტის ჩაკეტვა.
  • დანახვა, სად არის თქვენი ტელეფონი ან ტაბლეტი.
  • არჩევა, რომელი აპების გამოყენება შეგიძლიათ.
  • დანახვა, რა ხანგრძლივობით იყენებთ თქვენს აპებს.
  • იმ კონტენტის შეცვლა, რომელსაც ხედავთ ზოგიერთ Google აპში, მაგალითად, Google Search-ში, YouTube-ში ან Google Play-ში.
  • თქვენი აქტივობის მართვის საშუალებების არჩევა (ეს ის პარამეტრებია, რომლებიც ინახავს ინფორმაციას თქვენი მოქმედებების შესახებ Google-ში).
  • პარამეტრებისა და ნებართვების არჩევა თქვენი აპებისთვის.
  • სახელის, დაბადების დღისა და სხვა ინფორმაციის არჩევა თქვენი ანგარიშისთვის.
  • არჩევა, რა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან იყიდოთ ზოგიერთ Google პროდუქტში, მაგალითად, Google Play-ში.

როგორ და რატომ იყენებს Google ჩემს ინფორმაციას?

ჩვენ შეიძლება შევინახოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ და თქვენი მშობელი მოგვაწვდით, მაგალითად, თქვენი სახელი და დაბადების დღე. ჩვენ ასევე ვინახავთ ინფორმაციას, როდესაც ჩვენს აპებსა და საიტებს იყენებთ. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად და ვიყენებთ მას სხვადასხვა მიზნებით, მაგალითად, იმისათვის, რომ უფრო სასარგებლო გავხადოთ Google აპები და საიტები.

მშობელთან ერთად შეიტყვეთ მეტი იმ რამდენიმე მეთოდის შესახებ, რომლითაც შეიძლება თქვენი ინფორმაცია გამოვიყენოთ:

  • ჩვენი აპებისა და საიტების უკეთესად ამუშავება: მაგალითად, თუ ეძებთ „ლეკვები“ Google Search-ში, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ლეკვებთან დაკავშირებული მასალების საჩვენებლად.
  • ჩვენი აპებისა და საიტების გაუმჯობესება: მაგალითად, თუ რაღაც დაზიანებულია, შეგვიძლია გამოსასწორებლად ინფორმაცია გამოვიყენოთ.
  • Google-ის, ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოების დაცვა: ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას იმისათვის, რომ ხალხი უფრო უსაფრთხოდ იყოს ონლაინ.
  • ახალი აპებისა და საიტების შექმნა: ჩვენ ვსწავლობთ, როგორ იყენებენ ადამიანები ჩვენს ახლანდელ აპებსა და საიტებს, რათა მივიღოთ იდეები ახალი Google პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც შეგვიძლია შევქმნათ.
  • თქვენთვის ისეთი მასალების ჩვენება, რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ: მაგალითად, თუ მოგწონთ ვიდეოების ყურება ცხოველების შესახებ YouTube Kids-ზე, შეიძლება გაჩვენოთ მეტი.
  • რეკლამების ჩვენება თქვენთვის ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორიცაა საიტი, რომელშიც ხართ.
  • თქვენთან კომუნიკაცია: მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი შეტყობინების გამოსაგზავნად. ყოველთვის ჰკითხეთ მშობელს, ვიდრე გახსნიდეთ თქვენთვის უცნობი ადამიანებისგან გამოგზავნილ შეტყობინებებს.

შემიძლია ვუთხრა Google-ს, რა შეინახოს?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც თქვენ შესახებ ვინახავთ. თუ შეიტანთ ცვლილებებს თქვენი კონფიდენციალურობის ზოგიერთ პარამეტრში, მაგალითად, აქტივობის მართვის საშუალებებში, შევატყობინებთ თქვენს მშობელს. ის თქვენი პარამეტრების შეცვლაშიც შეძლებს თქვენს დახმარებას.

თქვენ და თქვენს მშობელს ყოველთვის შეგიძლიათ თქვენ შესახებ და თქვენი Google ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნაწილის ნახვა და მართვა.

Google გაუზიარებს ოდესმე სხვებს ჩემს პერსონალურ ინფორმაციას?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახელი, შეიძლება Google-ის გარეთ გავაზიაროთ. თუ ამ ინფორმაციას გავაზიარებთ, თქვენი დაცულობის უზრუნველსაყოფად ზომებს მივიღებთ.

პერსონალური ინფორმაციის ნაწილი შეიძლება გავაზიაროთ:

  • თქვენს მშობელთან და ოჯახის ჯგუფთან Google-ში
  • კომპანიებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ
  • როდესაც თქვენი მშობელი გვეტყვის, რომ ეს დასაშვებია
  • როდესაც დაგვჭირდება სამართლებრივი მიზეზებით

კიდევ ვის შეუძლია დანახვა, რას ვაზიარებ ონლაინ?

ნებისმიერი რამ, რასაც აზიარებთ, მაგალითად, ელფოსტა ან ფოტოები, შეიძლება ნახოს ბევრმა ხალხმა. გაუზიარეთ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც ენდობით. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ მშობელს ან ოჯახის წევრს.

გსურთ, შეიტყოთ მეტი? სთხოვეთ მშობელს, დაგეხმაროთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების წაკითხვაში.

გსურთ, იცოდეთ თქვენი კონფიდენციალურობის შესახებ Google-ში?

თქვენ სწორ ადგილზე ხართ! აქ შეგიძლიათ შეიტყოთ, როგორ აგროვებს და იყენებს Google ინფორმაციას, როდესაც იყენებთ ჩვენს აპებსა და საიტებს. ასევე შეიტყობთ, როგორ შეგიძლიათ დაგეხმაროთ თქვენი მშობელი თქვენი Google ანგარიშისა და მოწყობილობების მართვაში.

მშობლებო, ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ Family Link-ით მართულ Google ანგარიშებს 13 წლამდე (ან თქვენს ქვეყანაში დასაშვები ასაკის) ბავშვებისთვის. დამატებითი დეტალებისთვის შეამოწმეთ ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინება და კონფიდენციალურობის დებულება.

ვის აკისრია პასუხისმგებლობა ჩემს ანგარიშზე?

ამჟამად თქვენს Google ანგარიშზე პასუხისმგებელია თქვენი მშობელი. მას შეუძლია გამოიყენოს აპი, სახელწოდებით Family Link, თქვენს დასახმარებლად ანგარიშის მართვაში მანამ, სანამ გახდებით მისი მართვისთვის შესაბამისი ასაკის.

თქვენს მშობელს შეუძლია:

  • თქვენს ანგარიშში შესვლა, თქვენი ანგარიშის პაროლის შეცვლა ან თქვენი ანგარიშის წაშლა.
  • ლიმიტების დაყენება, თუ როდის და რა სიხშირით შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობები, მათ შორის, ტელეფონები ან ტაბლეტები.
  • დანახვა, სად არის თქვენი ტელეფონი ან ტაბლეტი.
  • აპების არჩევა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • დანახვა, რა ხანგრძლივობით იყენებთ თქვენს აპებს.
  • კონტენტის პარამეტრების მართვა ზოგიერთი Google აპისთვის, როგორიცაა Google Search, YouTube ან Google Play. ამ პარამეტრებს შეუძლია შეცვლა, რა კონტენტს ხედავთ.
  • თქვენი ანგარიშისთვის აქტივობის მართვის საშუალებების მართვა, მაგალითად, YouTube-ის ისტორიის, მათ შორის, თქვენთვის ამ საშუალებების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობის დაბლოკვა.
  • აპების ნებართვების გადახედვა თქვენს ტელეფონსა ან ტაბლეტში, მაგალითად, შეძლებს თუ არა აპები თქვენი მიკროფონის, კამერის ან კონტაქტების გამოყენებას.
  • თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნახვა, შეცვლა ან წაშლა, მათ შორის, თქვენი სახელის, სქესის ან დაბადების თარიღის.
  • თქვენი ჩამოტვირთვებისა და შესყიდვების დამტკიცება ზოგიერთ Google აპსა და საიტზე, მათ შორის, Google Play-ზე.

როგორ და რატომ იყენებს Google ჩემს ინფორმაციას?

როგორც საიტებისა და აპების უმრავლესობა, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ და თქვენი მშობელი გვაწვდით, როგორიცაა: თქვენი სახელი და დაბადების თარიღი. ასევე, ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი აპებისა და საიტების გამოყენებისას. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად და ვიყენებთ მას იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტები უფრო სასარგებლო გავხადოთ თქვენთვის. მაგალითად, ჩვენ მიერ მონაცემების შეგროვების მიზანია:

  • ჩვენი აპებისა და საიტების უკეთესად ამუშავება: მაგალითად, თუ ეძებთ „სპორტს“ Google Search-ში, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას სპორტთან დაკავშირებული მასალების საჩვენებლად.
  • ჩვენი აპებისა და საიტების გაუმჯობესება: მაგალითად, თუ რაღაც დაზიანებულია, შეგვიძლია გამოსასწორებლად ინფორმაცია გამოვიყენოთ.
  • Google-ის, ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოების დაცვა: ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას იმისათვის, რომ ხალხი უფრო უსაფრთხოდ იყოს ონლაინ, მაგალითად, თაღლითობის აღმოჩენითა და პრევენციით.
  • ახალი აპებისა და საიტების შექმნა: ჩვენ ვსწავლობთ, როგორ იყენებენ ადამიანები ჩვენს ახლანდელ აპებსა და საიტებს, რათა მივიღოთ იდეები ახალი Google პროდუქტების შესახებ, რომლებიც შეგვიძლია შევქმნათ.
  • ინფორმაციის პერსონალიზაცია, რაც ნიშნავს იმ მასალის ჩვენებას თქვენთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა მოგეწონოთ. მაგალითად, თუ მოგწონთ ვიდეოების ყურება ცხოველების შესახებ YouTube Kids-ზე, შეიძლება საყურებლად მეტი ასეთი ვიდეო გირჩიოთ.
  • რეკლამების ჩვენება თქვენთვის ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორიცაა საიტი, რომელშიც ხართ.
  • თქვენთან კომუნიკაცია: მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი შეტყობინების გამოსაგზავნად, თუ უსაფრთხოების საკითხს აღმოვაჩენთ. ყოველთვის ჰკითხეთ მშობელს, ვიდრე გახსნიდეთ თქვენთვის უცნობი ადამიანებისგან გამოგზავნილ შეტყობინებებს.

შემიძლია ვუთხრა Google-ს, რა შეინახოს?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც თქვენ შესახებ ვინახავთ. მაგალითად, თუ არ გსურთ, შევინახოთ თქვენი YouTube-ის ისტორია თქვენს Google ანგარიშში, შეგიძლიათ გამორთოთ YouTube-ის ისტორია. თუ შეიტანთ ცვლილებებს თქვენი კონფიდენციალურობის ზოგიერთ პარამეტრში, მაგალითად, აქტივობის მართვის საშუალებებში, შევატყობინებთ თქვენს მშობელს. ის თქვენი პარამეტრების შეცვლაშიც შეძლებს თქვენს დახმარებას.

თქვენ და თქვენს მშობელს ყოველთვის შეგიძლიათ თქვენ შესახებ და თქვენი Google ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნაწილის ნახვა და მართვა.

Google გაუზიარებს ოდესმე სხვებს ჩემს პერსონალურ ინფორმაციას?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება Google-ის გარეთ გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახელი და ელფოსტის მისამართი. თუ ამ ინფორმაციას გავაზიარებთ, მივიღებთ ზომებს, რომ უზრუნველყოთ მისი დაცულობა.

პერსონალური ინფორმაციის ნაწილი შეიძლება გავაზიაროთ:

  • თქვენს მშობელთან და ოჯახის ჯგუფთან Google-ში
  • კომპანიებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ
  • როდესაც თქვენი მშობელი გვეტყვის, რომ ეს დასაშვებია
  • როდესაც დაგვჭირდება სამართლებრივი მიზეზებით

კიდევ ვის შეუძლია დანახვა, რას ვაზიარებ ონლაინ?

ნებისმიერი რამ, რასაც აზიარებთ, მაგალითად, ელფოსტა ან ფოტოები, შეიძლება ნახოს ბევრმა ხალხმა. როგორც კი რაიმე ონლაინ გაზიარდება, მისი წაშლა შეიძლება გაძნელდეს. გაუზიარეთ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც ენდობით. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ მშობელს ან ოჯახის წევრს.

გსურთ, შეიტყოთ მეტი? სთხოვეთ მშობელს, დაგეხმაროთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების წაკითხვაში.

გსურთ, იცოდეთ თქვენი კონფიდენციალურობის შესახებ Google-ში?

აქ შეგიძლიათ შეიტყოთ, როგორ აგროვებს და იყენებს Google ინფორმაციას, როდესაც იყენებთ ჩვენს აპებსა და საიტებს. ასევე შეიტყობთ, როგორ შეგიძლიათ დაგეხმაროთ თქვენი მშობელი თქვენი Google ანგარიშისა და მოწყობილობების მართვაში.

ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ Family Link-ით მართულ Google ანგარიშებს ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალური ასაკის შეზღუდვას საკუთარი ანგარიშის სამართავად. მეტი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინება და კონფიდენციალურობის დებულება.

შეუძლია ჩემს მშობელს დამეხმაროს ჩემს ანგარიშთან დაკავშირებით?

თქვენს მშობელს შეუძლია გამოიყენოს აპი, სახელწოდებით Family Link, რათა დაგეხმაროთ თქვენი Google ანგარიშის ასპექტების მართვაში. თქვენი მოწყობილობის მიხედვით, მას შეუძლია:

  • თქვენს ანგარიშში შესვლა, თქვენი ანგარიშის პაროლის შეცვლა ან თქვენი ანგარიშის წაშლა.
  • ლიმიტების დაყენება, რა სიხშირით და როდის შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობების გამოყენება.
  • თქვენი სისტემაში შესული და აქტიური მოწყობილობების მდებარების ნახვა.
  • თქვენი აპების მართვა და ნახვა, რამდენად ხშირად იყენებთ მათ.
  • კონტენტის პარამეტრების მართვა ზოგიერთი Google აპისთვის, როგორიცაა Google Search, YouTube ან Google Play. ამ პარამეტრებს შეუძლია შეცვლა, რა კონტენტს ხედავთ.
  • თქვენი ანგარიშისთვის აქტივობის მართვის საშუალებების მართვა, მაგალითად, YouTube-ის ისტორიის, მათ შორის, თქვენთვის ამ საშუალებების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობის დაბლოკვა.
  • ნებართვების გადახედვა აპებისთვის თქვენს მოწყობილობაში, მაგალითად, შეძლებს თუ არა აპები თქვენი მიკროფონის, კამერის ან კონტაქტების გამოყენებას.
  • თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნახვა, შეცვლა ან წაშლა, მათ შორის, თქვენი სახელის, სქესის ან დაბადების თარიღის.
  • თქვენი ჩამოტვირთვებისა და შესყიდვების დამტკიცება ზოგიერთ Google აპსა და საიტზე, მათ შორის, Google Play-ზე.

როგორ და რატომ აგროვებს და იყენებს Google ჩემს ინფორმაციას?

როგორც საიტებისა და აპების უმრავლესობა, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ და თქვენი მშობელი გვაწვდით, როგორიცაა: თქვენი სახელი და დაბადების თარიღი. ასევე, ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი აპებისა და საიტების გამოყენებისას. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად და ვიყენებთ მას იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტები უფრო სასარგებლო გავხადოთ თქვენთვის. მაგალითად, ჩვენ მიერ მონაცემების შეგროვების მიზანია:

  • Google-ის, ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოების დაცვა: ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს იმისათვის, რომ ხალხი უფრო უსაფრთხოდ იყოს ონლაინ, მაგალითად, თაღლითობის აღმოჩენითა და პრევენციით.
  • ჩვენი სერვისების უზრუნველყოფა: მონაცემებს ვიყენებთ ჩვენი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, მაგალითად, ვამუშავებთ თქვენ მიერ მოძიებულ ტერმინებს შედეგების დასაბრუნებლად.
  • ჩვენი სერვისების ტექნიკურად გამართვა და გაუმჯობესება: მაგალითად, შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, როცა ჩვენი პროდუქტები სათანადოდ აღარ მუშაობს. აგრეთვე, ვიგებთ, თუ რომელ საძიებო ფრაზებს კრეფენ ყველაზე ხშირად მართლწერის შეცდომებით, რაც, თავის მხრივ, ხელს გვიწყობს მართლწერის შემოწმების ფუნქციების გაუმჯობესებაში ჩვენს სხვადასხვა სერვისში.
  • ახალი სერვისების განვითარება: მონაცემები ახალი სერვისების განვითარებაში გვეხმარება. მაგალითად, იმის გაგება, თუ როგორ აწესრიგებდნენ ადამიანები თავიანთ ფოტოებს Google-ის პირველ ფოტოების აპში, Picasa-ში, დაგვეხმარა Google Photos-ის შექმნასა და გაშვებაში.
  • კონტენტის პერსონალიზაცია, რაც ნიშნავს იმ მასალის ჩვენებას თქვენთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა მოგეწონოთ. მაგალითად, თუ მოგწონთ სპორტული ვიდეოების ყურება YouTube-ზე, შეიძლება საყურებლად მეტი ასეთი ვიდეო გირჩიოთ.
  • რეკლამების ჩვენება თქვენთვის ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორიცაა: საიტი, რომელშიც ხართ, საძიებო ტერმინები, რომლებიც შეგყავთ ან თქვენი ქალაქი და შტატი.
  • ეფექტურობის გაზომვა: ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ეფექტურობის გასაზომად და გასაგებად, როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისები.
  • თქვენთან კომუნიკაცია: მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი შეტყობინების გამოსაგზავნად, თუ საეჭვო აქტივობას აღმოვაჩენთ.

როგორ შემიძლია გადავწყვიტო, რა შეინახოს Google-მა?

თქვენი პარამეტრებით შეგიძლიათ შეზღუდოთ მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და როგორ გამოიყენება ეს მონაცემები. მაგალითად, თუ არ გსურთ, შევინახოთ თქვენი YouTube-ის ისტორია თქვენს Google ანგარიშში, შეგიძლიათ გამორთოთ YouTube-ის ისტორია. თუ შეიტანთ ცვლილებებს თქვენი აქტივობის მართვის საშუალებებში, შევატყობინებთ თქვენს მშობელს. შეიტყვეთ მეტი თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების შესახებ

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენ შესახებ და თქვენი Google ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნაწილის ნახვა და მართვა.

Google გაუზიარებს ოდესმე სხვებს ჩემს პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებს ან კერძო პირებს Google-ის ფარგლებს გარეთ, გარდა შეზღუდული შემთხვევებისა, მაგალითად, როდესაც ეს სამართლებრივად მოგვეთხოვება. თუ ამ ინფორმაციას გავაზიარებთ, თქვენი დაცულობის უზრუნველსაყოფად ზომებს მივიღებთ.

პერსონალური ინფორმაციის ნაწილი შეიძლება გავაზიაროთ:

  • თქვენს მშობელთან და ოჯახის ჯგუფთან Google-ში.
  • ​​როდესაც თქვენ და თქვენი მშობელი გვრთავთ ნებას ან სამართლებრივი მიზეზებით. პერსონალურ ინფორმაციას გავაზიარებთ Google-ის გარეთ, თუ გვჯერა, რომ მისი მიწოდება შეიძლება აუცილებელი იყოს:
  • დავიცვათ ნებისმიერი მოქმედი კანონი, რეგულაცია, სამართლებრივი პროცესი ან მთავრობის ნებისმიერი განხორციელებადი მოთხოვნა.
  • იძულებით უზრუნველვყოთ მოქმედი მომსახურების პირობები, მათ შორის, პოტენციური დარღვევების გამოძიება.
  • აღმოვაჩინოთ, თავიდან ავიცილოთ ან სხვაგვარად მოვაგვაროთ თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხები.
  • დავიცვათ Google, ჩვენი მომხმარებლები ან საზოგადოება უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დარღვევისაგან, როგორც ამას მოითხოვს ან რამდენადაც ნებადართულია კანონით.
  • გარე დამუშავებისთვის. ჩვენ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მონაცემთა დამუშავების მიზნით იმ ინსტრუქციებით, რომლებსაც მათ ვუთითებთ. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ გარე კომპანიებს, რათა დაგვეხმარონ მომხმარებლის მხარდაჭერაში და გვიწევს კომპანიასთან პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, რომ ვუპასუხოთ მომხმარებლების შეკითხვებს.

სხვა ვინ ხედავს ჩემ მიერ გაზიარებულ მასალებს, მაგალითად, ფოტოებს, ელფოსტასა და დოკუმენტებს?

შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული კონტენტის გაზიარება სხვებთან Google აპებსა და საიტებში, რომლებსაც იყენებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც აზიარებთ, სხვა ხალხი შეძლებს თავის მხრივ გაზიარებას იმ აპებსა და საიტებშიც კი, რომლებიც Google-ის ფარგლებს გარეთაა.

თქვენი ანგარიშიდან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ საკუთარი კონტენტი, მაგრამ ეს არ წაშლის ასლებს, რომლებიც უკვე გააზიარეთ.

დაფიქრდით, რას აზიარებთ და გაუზიარეთ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც ენდობით.

იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი ამ თემების შესახებ, შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება.